Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აპოლონ გადელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭყონი, გეგეჭკორის რაიონი (ახ. მარტვილის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა ქ. ხაბაროვსკის იურიდიული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1973 წელს. გავლილი აქვს სამხედრო სავალდებული სამსახური ქ. ხაბაროვსკში; საბჭოთა არმიის ხელმძღვანელობის რეკომენდაციით, წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა ქ. ხაბაროვსკის იურიდიულ ინსტიტუტში, იყო ჯარისკაცი სტუდენტი; ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ მუშობდა ქ. ხაბაროვსკის შს სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1977 წლიდან გადმოყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამუშოდ; მას მიღებული აქვს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილება - რიგითი ოფიცრიდან ღირსეულად განვლო გზა პოლკოვნიკის ჩინამდე (ჩათვლით) სამართალდამცავ სტრუქტურებში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე და ოპერატიულ სამძებრო - საგამოძიებო განმახორციელებელ სტრუქტურებში; ა. გადელია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ეპიცენტრის მონაწილეა; იგი კოლეგებთან ერთად შიშველი ხელებით წინ აღუდგა ორლესულ ნიჩბოსან სპეცდანიშნულების რუს მედესანტეებს და სიკვდილს გადაარჩინა ასეულობით მშვიდობიანი მომიტინგე; მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საქალაქო და რაიონულ ორგანოებში, სოციალისტური საკუთრების მტაცებლობის, სპეკულაციისა და მექრთამეობის წინააღმდეგ მებრძოლ სამსახურში, საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიულ სამსახურსა (სამმართველოს უფროსად) და საგანგებო ლეგიონში (შტაბის უფროსად 2000-2003 წწ.); 2004 წლიდან იგი ეწევა საადვოკატო საქმიანობას; როგორც პროფესიონალ ადვოკატს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული ჰყავს ათობით პიროვნება; არის 7 წიგნის და ასობით პუბლიკაციის ავტორი; მისი წიგნები ეხება სამართალმცოდნეობის საკითხებს, მათ კომენტარებს, საიდუმლო და საჯარო წესებსა და ინსტრუქციებს; მისი სახელმძღვანელოები განკუთვნილია - მოსამართლის, გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, სოციალური მუშაკის, მედიატორის, პრობაციის ოფიცრის, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალის, შესაბამისი საპატიმრო დაწესებულების პერსონალის სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის გამოსაყენებლად; გამოსაცემად მზად აქვს წიგნი - "ნაფიც მსაჯულთა სახელმძღვანელოს ნიმუში" უმაღლესი სასწავლებლებისათვის; აქტიურად მუშაობს სახელმწიფო პენსიის გაზრდის საკითხზე. სამართლის აკადემიკოს-მკვლევარი, ანალიტიკოსი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი (მეორე ჯგუფის ინვალიდი), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამართლის აკადემიკოსი. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |