შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ლაშხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით "ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა" 1964 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1956-1959წწ. მუშაობდა ქ. ჭიათურის "მარგანტრესტის" ზეინკლად და ცვლის უფროსად; 1964-1972წწ. - გეოლოგიური სამმართველოს ბაზის საძიებო ექსპედიციაში, ბურღვის ტექნიკურ ხელმძღვანელად, შემდეგ პროფკომიტეტის თავმჯდომარედ; 1972-1976წწ. - გეოლოგიური სამმართველოს სასწავლო კომბინატის დირექტორად; 1976-1982წწ. - "საქნავთობის" საწარმოო-სადისპეტჩერო განყოფილებაში; 1982-1992წწ. - საქართველოს გასამხედროებული რაზმის მუთაურად; 1992-2005წწ. - "საქნავთობის" შპს "სამთო მაშველის" გენერალურ დირექტორად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.187 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |