შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალოდია ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1896 წელს და ისტორიის შესასწავლად გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან ("ცნობის ფურცელი", "საქართველო", "დროება", "შრომა", "ივერია"), აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს და თარგმანებს. ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1901 წელს იყო სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის ერთ–ერთი დამაარსებელი და მთავარი კომიტეტის წევრი. მისი ენერგიული მოქმედებით ქართველ სოციალისტ-ფედერალისტები გაერთიანდნენ არა როგორც რუსეთის თანამოსახელე პარტიასთან არსებული ავტონომიური ჯგუფი, არამედ როგორც დამოუკიდებელი პარტია. პოლიტიკური საქმიანობისთვის ორჯერ იყო დაპატიმრებული; საბოლოოდ, 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტით გაათავისუფლეს. გარდაიცვალა აბასთუმანში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 37 წლის ასაკში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.855; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.429 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |