შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიშა ლევანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1949 წელს. 1949-1964წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "სოფლელექტროპროექტის" სოფლის ელექტრიფიკაციის განყოფილებაში ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, მთავარი სპეციალისტისა და განყოფილების უფროსის თანამდებობებზე. ამ პერიოდში მომზადდა 0,4-10 და 100კვ. სოფლის ელექტრიფიკაციის პროექტები, მათ შორის: "10 კვ. ეგხ ალგეთი"; 0,4 კვ. და 10 კვ. ეგხ დმანისისა და მარნეულის რაიონებში; ნარაზენის, ნასაკირალის, ლაითურის, ხეცერის, მოქვის, ლესიჭინეს ჩაის საბჭოთა მეურნეობების ელექტრიფიკაციის პროექტები, ყიზლარის ზამთრის საძოვრების ელექტრომომარაგების პროექტი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით მომზადდა პროექტები: ყარაბულახ-ეგირის მეცხოველეობა-მერძევეობის მეურნეობა და ტიუმენის ოლქის მენავთობეთა დასახლება (გარე განათება). 1965 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1974 წელს სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ინსტიტუტ "სოფლელექტროპროექტის" შეერთების შემდეგ "ენერგოქსელპროექტთან", ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" შეიქმნა სოფლის ელექტრიფიკაციის განყოფილება, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.188 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |