The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ლევიძე

ვლადიმერ ლევიძე
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: კრასნოიარსკის მხარე (რუსეთი).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის "ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგიისა და დაზვერვის სპეციალობა" 1977 წელს და მიენიჭა სამთო-ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია.

1977 წელს მუშაობა დაიწყო "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოში ჭაბურღილების მიწისქვეშა შეკეთების საამქროში ტენიკ-გეოლოგად, შემდეგ გეოლოგად. 1982 წლიდან - ჭაბურღილების მიწისქვეშა შეკეთების საამქროს უფროსი გეოლოგი; 1990-2005წწ. - სს ნეკ "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს მთავარი გეოლოგი; 2005-2007წწ. - ნავთობისა და გაზის სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსი; 2007 წლიდან - შპს "იორის ველი ნავთობისა და გაზი"-ს თელეთის უბნის უფროსი გეოლოგი. დაჯილდოებულია საპატიო სიგელით (1984).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.188


გააზიარე: