The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლეკიშვილი

მიხეილ ლეკიშვილი
დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:1989  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1975წწ. - "საქენერგოს" ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის სამსახურის დისპეტჩერი, უფროსი დისპეტჩერი, სამსახურის უფროსის მოადგილე, უსაფრთხოებისა და იმედიანობის სამსახურის უფროსის მოადგილე, უფროსი. მუშაობდა ნორმატიული დოკუმენტაციების დამუშავებაზე, ატარებდა როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საკავშირო და რეგიონალურ კონკურსებს, შეჯიბრებებს. 1975 წლიდან - "საქგანათების" დირექტორის პირველი მოადგილე, მთავარი ინჟნერი. მისი ხელმძღვანელობით მოეწყო საქართველოს ქალაქების, ისტორიულ ძეგლების დეკორატიული განათებები. მიღებული აქვს მთავრობის სიგელები და მედალი სანიმუშო შრომისთვის. 1980-1984წწ. - "საქმთავარენერგოს" მარნეულის ელექტრული ქსელების მთავარი ინჟინერი; 1984 წლიდან - "საქმთავარენერგოს" სოფლის მეურნეობისა და გამანაწილებელი ქსელის განყოფილების უფროსი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.189-190


გააზიარე: