The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მადონა ლეჟავა

დაბადების თარიღი:1945  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1967 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

მუშაობა დაიწყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში". განვლო გზა ინჟინრიდან "ქვესადგურების, სარელეო დაცვის, ავტომატიკისა და მეორადი კომუტაციის" განყოფილების უფროსის თანამდებობამდე. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორცეილდა "500კვ ქვესადგური ქსანი"; "500კვ ქვესადგური ზესტაფონი"; "220კვ ქვესადგურების" "მენჯი", "ლისი", "მარნეული", წყალტუბო"; "110კვ ქვესადგურების" "რუსთავი"; "მიუსერა"; "ასპინძა". 1998-2003წწ. შეთავსებით მუშაობდა მთავარ სპეციალისტად საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი). განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი 220კვ ქვესადგურებში: "დიდი ბათუმი", "მენჯი", "ვექტორი" და "ვარდნილჰესში" არსებული სარელეო დაცვის მოწყობილობების შეცვლაში სიმენსის ფირმის ციფრული მოწყობილობებით, რაც განხორციელდა RWE-ს პროგრამის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებდა 220კვ ეგხ "პალიასტომების" გავლით ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას ქვესადგურ დიდი ბათუმიდან თურქეთში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.191


გააზიარე: