The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო ლუარსამიძე

ვანო ლუარსამიძე
ოფიციალური სახელი:ივანე ლუარსამიძე
სხვა სახელი:ვანო დუშელი
მოუსვენარი  (ფსევდონიმი)
შავთვალწარბა  (ფსევდონიმი)
ჭაღარა ვანო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1867
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 1933  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის საოსტატო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო 6-კლასიანი სასწავლებელი 1885 წელს.

მსახურობდა თბილისის სახაზინო პალატაში გადამწერად (1887), დუშეთის ხაზინაში მოანგარიშედ (1896 წლიდან), თბილისის ხაზინაში ბუღალტრად (1903 წლიდან), საიდანაც როგორც არაკეთილსაიმედო თანამშრომელი 1910 წელს დაითხოვეს. 19 წლის ასაკში დაწერა პიესა "შევიშლები", რომელიც 1888-1889 წლებში იდგმებოდა სცენაზე. 1896 წლიდან "ცნობის ფურცელში" ათავსებდა კორესპონდენციებს, 1897-1901 წლებში "ივერიაში" აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს და ფელეტონებს. 1914-1915 წლებში გაზეთ "თანამედროვე აზრში" წერდა პუბლიცისტურ შენიშვნებს; 1922-1926 წლებში იყო გაზეთ "მუშის" და "კომუნისტის" კორესპონდენტი. დუშეთში მისი თაოსნობით დაარსდა ალექსანდრე როინაშვილის სახელობის წიგნთსაცავ-სამკითხველო.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.883

ბიბლიოგრაფია

  • "შავიშლები" : კომედია ორს მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, (ი. მესხიევის და ს.ა. პოლეტაევის სტ.0, 1890. - 16გვ.
  • ლექსნი სალდათობაზე (ავტორი). - თბილისი, (მ. ვართანოვის სტ.), 1887. - 16გვ.

გააზიარე: