| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა გოჩელეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის ლითონჭრის ფაკულტეტი; მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში; იყო ზესტაფონის საკრებულოს 3 მოწვევის დეპუტატი: განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე; საარჩევნო ფორმა: შორაპნის მაჟორიტარი დეპუტატი - დამოუკიდებელი; ორჯერ იყო წარდგენილი ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე; მუშაობდა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის; მის სახელს უკავშირდება უამრავი პროექტი, რომლებიც მოსახლეობაში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას უკავშირდებოდა; მისი ინიციატივით და ორგანიზებით 1995-1997 წელებში დაიწყო საღვინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც ძველ ნაეკლესიარ ადგილზე აშენდა და სამ დასახლებას ემსახურება: დაბა შორაპანს, სოფელ საღვინეს და სოფელ წიფლავაკეს; ასევე 2021 წლის სექტემბერში მისი ინიციატივით და ორგანიზებით სოფელ მარტოთუბანში დაიწყო წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა; მან პირველმა გაამახვილა ყურადღება შორაპნის ციხის ტურისტულ პოტენციალზე, გააჟღერა "ოქროს საწმისის" იდეა, რომლის განხორციელებისთვისაც უდიდესი შრომა გასწია და აღნიშნული ტურისტული პროექტით დააინტერესა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება; შეისწავლა ხეზე კვეთის უძველესი ხელობა; საქართველოში გავრცელებული ძვიფასი ჯიშის ხის მასალებისგან ამზადებდა სხვადასხვა ზომის მცირე ზომის ჯვრებს, სხვადასხვა ზომის ლუსკუმებს და ხატებს; შორაპანში შექმნა წრე, სადაც მსურველებს უანგაროდ ასწავლიდა ხეზე კვეთის ხელოვნებას; მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისსა და ქუთაისში გამართულ რამდენიმე საზოგადოებრივ გამოფენაში. წყარო: TV Argo - ტელეკომპანია "არგო": facebook.com; facebook.com; youtube.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

