The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ლეჟავა

შოთა ლეჟავა
დაბადების თარიღი:1945  (80 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით ელექტრული ქსელები და სისტემები 1968 წელს.

მუშაობდა ელმავალმშენებელ ქარხანაში ელექტროზეინკლად. 1968-1969წწ. - ქ. იზობილნი, ნოვოტროიცკის ელექტრული ქსელების ქარხნის სარელეო დაცვის, ავტომატიკის და გაზომვების სამსახურის ინჟინერი; 1969 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერი; 1971-1973წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში, სემიპალატინკის 21-ში, ყაზახეთის რესპუბლიკაში. იყო უფროსი ლეიტენანტი, ინჟინერი; 1973-1977წწ. - "საქენერგოგაწყობის" ავტომატიკის საამქროს უფროსი ინჟინერი; 1977-1988წწ. - ამავე საწარმოს ავტომატიკის საამქროს უფროსი; 1988 წლიდან - მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1988-1991წწ. - დირექტორის მოადგილე; 1991-1992წწ. - ზაჰესის კასკადის მთავარი ინჟინერი; 1992-1995წწ. - საწარმო "ჰიდროენერგორემონტის" მთავარი ინჟინერი; 1999-2000წწ. - სს "საქენერგორემონტის" კომერციული დირექტორი; 2000-2002წწ. - სს "საქენერგორემონტის" გენერალური დირექტორი; 2002 წლიდან - შპს "სპეცენერგორემონტი", დირექტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.192


გააზიარე: