Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ადოლფ ლუდინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კარლსრუე (გერმანია). დაამთავრა ქ. კარლსრუეს ტექნიკური უნივერსიტეტი სამოქალაქო ინჟინრის სპეციალობით 1904; 1909 წელს და მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 1904-1914წწ. და 1919 წელს მუშაობდა ბადენის სახელმწიფო რკინიგზაზე და ბადენის ჰიდრო-საგზაო სამმართველოში. 1920 წელს - კარლსრუეს ტექნიკური ინსტიტუტის პრივატ-დოცენტი; 1923 წელს - ბერლინის ტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის პროფესორი. მთავრობის მოწვევით 1924 წელს ჩამოვიდა საქართველოში ფერომანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებით. გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით დაწვრილებით შეისწავლა მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ელექტროენერგეტიკუlი პოტენციალი, რომელიც გამოაქვეყნა ცხრილის სახით. წარმოადგინა ლაჯანურჰესის განხორციელების რამდენიმე სქემა. დაადგინა, რომ მდინარეებზე ჯოჯორა, საკაურა და რიწეულა შეიძლება აშენდეს 400-450 მ. დაწნევიანი ელექტროსადგურები. გვირაბების საერთო სიგრძე შეადგენდა 120 მ-ს, აქედან სადაწნეო გვირაბების - 86 კმ. შემდგომ წლებში მის მიერ შემოთავაზებული სქემებიდან განხორციელდა რიონჰესი. 1925 წელს ჩაატარა აჭარისწყლის ჰესის რამდენიმე საპროექტო მონაცემის დაწვრილებითი ექსპერტიზა. იმავე წელს წარმოადგინა მდ. რიონში ზუბის წყალსაცავში დაგროვილი წყლის გადაგდების საპროექტო დავალება. გერმანელ პროფესორ ვილზერთან ერთად დაამუშავა შაორის ღრმულის გამოყენების შესაძლებლობა ელექტროსადგურის აშენების მიზნით. ავტორი და თანაავტორია რამდენიმე სპეციალიზირებული წიგნისა ჰიდრომშენებლობაზე. კარლსრუეს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1959); ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო სენატორი (1954); რუმინეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია (ბუქარესტი), საპატიო წევრი (1941); გერმანიის ტექნიკური უნივერსიტეტის (ბრნო) საპატიო დოქტორი (1926). გერმანელი სპეციალისტი ჰიდროენერგეტიკის დარგში, ბერლინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.192-193 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |