The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ლობჟანიძე

ავთანდილ ლობჟანიძე
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1951
გარდაცვ. თარიღი:21 ივლისი, 2013  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით "მარგი წიაღისეულის საბადოთა დაზვერვის ტექნიკა და ტექნოლოგია" 1973 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია.

1973-1976წწ. - ტრესტ "საქნავთობის" თბილისისპირა ღრმა ბურღვის ძიებაში მბურღავის თანაშემწე, მბურღავი და ბურღვის ოსტატის მოადგილე; 1976-1981წწ. - აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის სამმართველოს წითელიწყაროს უბნის უფროსის მოადგილე და შემდეგ უბნის უფროსი; 1979-1981წწ. - "საქნავთობის" აპარატის საწარმოო განყოფილების ინჟინერი, განყოფილების უფროსის მოადგილე; 1981-1986წწ. - "საქნავთობის" დასავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1986-1987წწ. - "საქნავთობის" ქართლის ღრმა ბურღვის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1987-1999წწ. - "საქნავთობის" კოშკსამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1999-2005წწ. - ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია "კანარგო" და ქართულ-ამერიკული კომპანია "ფრონტერას" ბურღვის ტექნოლოგიის ინჟინერი; 2005-2007წწ. - სს ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობის" საოპერაციო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2007 წლიდან - შპს "იუნისერვის"-ის მთავარი ინჟინერი. მიღებული აქვს ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.193

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

გააზიარე: