The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლობჟანიძე

გიორგი ლობჟანიძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1928  (96 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღები, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სპეციალობით "ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა" 1954 წელს.

1947-1948წწ. მუშაობდა სოფ. ღების კოლმეურნეობაში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილებს "შუა აზიის ნავთობგაერთიანების" "ფერგანის ნავთობძიების ტრესტში", სადაც მუშაობდა მბურღავად, ბურღვის ოსტატად, ბურღვის საწარმოო-ტექნიკური სამსახურის უფროსად. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და შეტანილ იქნა "შუა აზიის ნავთობგაერთიანების" საპატიო წიგნში. 1959 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1963 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობა. 1969 წელს ტრესტ "საქნავთობის" მიწვევით გადაყვანილ იქნა ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ სს ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობის" წარმოების მართვის განყოფილების უფროსად, წარმოების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსად. პარალელურად მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. "საქნავთობში" მუშაობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ნავთობის საბადოების ძებნა-ძიების საქმეში. არის სამგორი-პატარძეულის საბადოს ერთ-ერთი აღმომჩენი, რისთვისაც თანაგუნდელებთან ერთად, 1985 წელს მიენიჭა "სამგორის საბადოს პირველაღმომჩენის" საპატიო წოდება. მისი შრომითი საქმიანობა შეფასებულია სხვადასხვა ჯილდოთი: "მენავთობის ფრიადოსნის" მედალი და სხვ. არის დიდი სამამულო ომის ვეტერანი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.194

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "საქნავთობის" სამეცნიერიო-ტექნიკური საზოგადოება, თავმჯდომარე (1970-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული მენავთობე
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

გააზიარე: