| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ჩიჯავაძე-კედია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი. თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელის დასრულების შემდეგ თვითონ ხელმძღვანელობდა გიმნაზიას და პედაგოგადაც მუშაობდა. 1919 წლის 25 ნოემბერს სოფიო ჩიჯავაძე ცოლად ითხოვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრმა სპირიდონ კედიამ, რომელიც 1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი იყო. ს. ჩიჯავაძემ მხოლოდ 1928 წელს მოახერხა პარიზში ქალიშვილთან ერთად ჩასვლა და სპირიდონ კედიასთან შეერთება. 1990 წელს, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კონკურსში ს. ჩიჯავაძის მოგონებების წიგნი "ნასმენ-ნახული" ილია ჭავჭავაძის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა. მისი დაბადების 100 წლისთავზე, პარიზის მაშინდელმა მერმა ჟაკ შირაკმა, როგორც პარიზის უხუცეს მოქალაქეს, საგანგებო მედალი და დიპლომი გადასცა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.90 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

