შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ლობჟანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1971 წელს მუშაობა დაიწყო "საქნავთობის" კოლხიდის ბურღვის კანტორაში მბურღავის თანაშემწედ, ბურღვის ოსტატის თანაშემწედ, ბურღვის ოსტატად, ბურღვის უფროს ინჟინრად. 1977-1983წწ. - "საქნავთობის" კადრების განყოფილების გამგე, მთავარი ინჟინრის მოადგილე, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების გამგე, პროფკომის თავმჯდომარე; 1983 წლიდან - სგ "საქნავთობის" კოშკმშენებელი კანტორის სამმართველოს უფროსი; 1985 წლიდან - "საქნავთობის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1993-2000წწ. - სგ "საქნავთობის" ვიცე-პრეზიდენტი; 2000-2005წწ. - "ანადარკო-ჯორჯიას" გენერალური დირექტორი; 2006-2008წწ. - ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" ენერგოპროექტის კონსულტანტი; 2014 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი მრჩეველი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.194-195 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |