The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ შიუკაშვილი

თამარ შიუკაშვილი
Date of birth:1876
Date of death:1954  (at 78 years)
Burial location:ქ. თელავი
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაიბადა ცნობილი პედაგოგისა და მწიგნობრის ივანე შიუკაშვილის ოჯახში. დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი და 1903 წელს გამოსაცდელი ვადით ჩაირიცხა თელავის სასულიერო სასწავლებელში, სადაც 1904 წელს პედაგოგის წოდება მიიღო.

თამარ შიუკაშვილი 50 წლის მანძილზე თელავის სკოლების დაწყებით კლასებში ასწავლიდა. იგი იყო დაწყებითი და საშუალო სკოლების სახელმწიფო სამეცნიერო კომიტეტის მეცნიერ-კონსულტანტი. 1941 წელს გამოიცა მისი ნაშრომი თემაზე: "ანბანის წინა პერიოდი". დაინტერესებული იყო თეატრალური ხელოვნებით, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლადო მესხიშვილთან, ვალერიან გუნიასთან, ალექსანდრე სუმბათაშვილთან, მიხეილ ჯავახიშვილთან და სხვა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებთან. თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქივში დაცულია მიხეილ ჯავახიშვილის ოთხი წერილი, რომლის ადრესატი "მოდპიკის" საზოგადოების თელაველი რწმუნებული თამარ შიუკაშვილი გახლდათ. აი ერთ-ერთი მათგანი: "მოდპიკის აგენტს ქ. თელავში ქალბ. თამარ შიუკიაშვილს!  ამასთან ერთად გიგზავნით ქართველი დრამატურგებისა და კომპოზიტორთა საზოგადოების წევრთა სიას და გაუწყებთ, რომ "მოდპიკის" გამგეობის თანხმობით მათი ინტერესების დაცვა მინდობილი გვაქვს მე და თქვენ - "მოდპიკის აგენტებს". დაცვის ფორმაც და შინაარსიც ისეთივეა, როგორც "მოდპიკში", ოღონდ ერთი განსხვავებით: ქართული საზოგადოების ანგარიშები უნდა ცალკე შეადგინოთ. "მოდპიკის" რწმუნებული მიხ. ჯავახიშვილი". ცნობილი დრამატურგის, ნიკო შიუკაშვილის და.

წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.81

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილება, წევრი

Awards and Honors

  • 1939 - საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

Bibliography


Share: