The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე შიუკაშვილი

ეკატერინე შიუკაშვილი
Date of birth:1882
Date of death:1967  (at 85 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხოდაშენი, (ყოფილი თელავის მაზრა), თელავის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ-ეკონომიკური ფაკულტეტი.

ჟენევაში, კაფე "ჰანდვინგში" ხშირად ესწრებოდა ლენინის, გ. პლეხანოვის, ა. ლუნაჩარსკის გამოსვლებს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა  მიხეილ ჯავახიშვილთან და დავით სულიაშვილთან. ალექსანდრე სუმბათაშვილის თხოვნით ფრანგულიდან რუსულად თარგმნა ჟიულ ლემეტრეს წიგნი თეატრზე. ეკატერინე შიუკაშვილი, როგორც ევროპული ენების საუკეთესო მცოდნე, კონსულტაციებს უწევდა უცხო ენებით დაინტერესებულ ახალგაზრდობას, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში გამომავალ ინგლისურ და ფრანგულ პრესაში. გაზეთში "The Georgian Messinger" 1919 წლის №5 დაიბეჭდა მისი საყურადღებო წერილი სათაურით, "საქართველოს ქალები", სადაც იგი წერდა: "რუსეთის იმპერიული რეჟიმის დამხობისას, ქართველი ქალები 1905 წელს მოღვაწე თავიანთ წინამორბედ ქალთა საგმირო საქმეების უბრალო შემყურეებად არ დარჩენილან. მრავალი ჩვენი თანამებრძოლი ქალი იყო მათ შორის, ვინაც იწვნია გააფთრებული თვითმპყრობელობის უკანასკნელი გაბრძოლების რისხვა. მაგრამ აქ, ამ ტრიუმფალურ ეპოქაში, როცა ჩვენი ქვეყანა თვისი გენიის გვირგვინში აწნავს დაფნის ახალ ფურცლებს, ქართველ ქალებს ორმაგად გვეზეიმება - ფერფლიდან აღმდგარ საქართველოს პარლამენტში ქალი დეპუტატები გვყავს!"; მომდევნო ნომერში კი დაიბეჭდა მისი მიმართვა ინგლისელი ქალებისადმი. ეკატერინე შიუკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული თელავში საბავშვო თეატრალური დასის ჩამოყალიბება, მას ეკუთვნის რამდენიმე წერილი თეატრის შესახებ და პიესები, რომელთა გარკვეული ნაწილი იდგმებოდა თელავის თეატრში. ეკატერინე შიუკაშვილი წერდა პიესებს, მოთხრობებს, ნოველებს, ლიბრეტოებს, ნაკვესებს, კომედიებს: "ატომის მეფე", "ყაფლანის განძი", "ოცნება", "ყაბახი" (ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრების შესახებ), "მთვარე და მისის ჩრდილი", "კონკურსი", "უკანასკნელი მაკენდორფი", "ძალად გმირი", "ბუნების იდუმალება", "ჩვენი დროის გმირები"(დიდი სამამულო ომის თემაზე) და სხვ., მან პიესად გადააკეთა ლევ ტოლსტოის "ანა კარენინა", დაწერა პასტორალი "მზე გვიცინის", "ყვავილნარში", საბავშვო პიესები: "მარიკოს ოინი", "ქობულეთში", "ჯიბგირი", "ღალატი", "ვაი-ორატორი". მას გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური წერილები ქალთა უფლებებისა და განათლების შესახებ. ეკატერინე შიუკაშვილმა თავისი საოჯახო ბიბლიოთეკის უნიკალური ფონდი ხელნაწერებთან ერთად გადასცა თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.

წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.81


Share: