The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ონიანი

მიხეილ ონიანი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1918
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1993  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს.

დიდი სამამულო ომის დროს მონაწილეობდა კავკასიის დაცვაში, ამავე დროს ხელმძღვანელობდა სვანური სიმღერებისა და ცეკვის ფოლკლორულ ანსამბლ "ლილეოს" და მართავდა კონცერტებს ფრონტის ხაზზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, ხაშურის, ქუთაისის, ქ. თბილისის კიროვის, ლენინის, კალინინის რაიონის პროკურატურაში, ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ვაჭრობის სამმართველოს იურდიულ განყოფილებას. 1989 წელს თავის კოლეგებთან ერთად დააფუძნა საქართველოს იურისტთა კავშირი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის მუშაობაში. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი გამორჩეული იურისტი, განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.291


გააზიარე: