The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ლომაძე

რევაზ ლომაძე
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:1999  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მახარაძის რაიონი (ახ. ოზურგეთის რაიონი).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს და მიეკუთვნა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

1954-1955წწ. "საქენერგოპროექტი", ინჟინერი; 1955-1957წწ. - ასპირანტი; 1957-1969წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, ლაბორატორიის გამგე. კითხულობდა ლექციებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ელექტრიფიკაციის კათედრაზე. მუშაობდა მეფრინველეობის საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესების ელექტრომექანიზაციის და ავტომატიზაციის საკითხებზე. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970), 1976 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის სამეცნიერო წოდება; 1975-1979წწ. - ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1979-1996წწ. - სასოფლო-სამეურნეო წარმოების საპროექტო-ტექნილოგიური და საკონსტრუქტორო ინსტიტუტის დირექტორი. 1996 წელს გავიდა პენსიაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.196

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი
  • შრომის ვეტერანის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ვერცხლის მედალი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: