შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ ონიანი![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა - მევენახეობის ფაკულტეტი 1954 წელს, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა ნიადაგმცოდნეობის სპეციალობით 1960 წელს. 1948-1949წწ. მუშობდა სოფელ სასაშის კოლმეურნეობაში; 1954-1957წწ. სამუშაოდ გააგზავნეს ლენტეხის რაიონში და მუშაობდა "მიწგანის" მთავარ აგრონომად; 1960 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იქვე დარჩა სამუშაოდ, სადაც აგრონიადაგთმცოდნეობის განყოფილების უმცროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა; 1962-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში ნიადაგმცოდნეობისა და ქლოროზის განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1973-2004წწ. ამავე ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობისა აგრომელიორაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2004 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ნიადაგის ნაყოფიერებისა და მცენარეთა კვების განყოფილების მთავარ მეცნიერ კონსულტანტად; 1961 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 1964 მიანიჭეს უფროსი მეცნიერ თანამშრომლის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 200 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია და 30 რეკომენდაცია. მისი უშალო ხელმძღვანელობით დაცულია შვიდი საკანიდატო და სადოქტორო დისერტაცია. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი (2001). წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.295 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |