The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ლომთათიძე

მურმან ლომთათიძე
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:2014  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ელექტრული სისტემების და ქსელების განხრით 1966 წელს.

მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებულ სადისპეტჩერო სამმართველოში დისპეტჩერად, 1968 წლიდან - უფროსი დისპეტჩერი, შემდეგ სამმართველოს სადისპეტჩერო სამსახურის უფროსის მოადგილე; 1981 წლიდან - გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1988-1883წწ. - ამიერკავკასიის გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს მთავარი დისპეტჩერი, შემდეგ - "საქმთავარენერგოს" ოპერატიული მართვისა და განაწილების დირექტორი; 2004 წლიდან - საქართველოს ენერგოსისტემის დისპეტჩერული მართვის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.197

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: