Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოტო ლომია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის სპეციალობით 1961 წელს. 1961-1963წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალში ცვლის უფროსად; 1963 წლიდან - მშენებარე თბილისის სახელმწიფო ელექტროსადგურში საქვაბე საამქროს ცვლის უფროსი; იმავე წლიდან - ენერგობლოკის მორიგე ინჟინერი; 1966-1972წწ. - საქვაბე-სატურბინო საამქროს უფროსის მოადგილე; 1972-1977წწ. - საამქროს უფროსი; 1977 წლიდან - მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1981 წლიდან - მთავარი ინჟინერი. აღზარდა მთელი პლეადა თბილსრესის ახლად შექმნილი კოლექტივის სხვადასხვა რანგის სპეციალისტები, დანერგა მრავალი გამოგონება და რაციონალიზატორული წინადადება, რითაც უდიდესი როლი ითამაშა ელექტროსადგურის მუშაობის საიმედოობისა და ეკონომიურობის ამაღლების და მთლიანად საქართველოს ელექტრომომარაგების საქმეში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.197
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |