The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ლომიძე

იური ლომიძე
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1946
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 2018  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი სპეციალობით "ჰიდრავლიკური მანქანები და ავტომატიკის საშუალებები" 1970 წელს.

1970-1972წწ. მუშაობდა ქარხანა "საქენერგორემონტში" ინჟინრად. 1986 წელს დაამთავრა ასპირანტურა. 1972 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების კათედაზე იყო უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1997-2007წწ. - მისი მონაწილეობით დაარსებული ჰიდრომანქანების კათედრის გამგე და პროფესორი; 2007 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სრული პროფესორი და ხელმძღვანელი. სამეცნიერო და საინჟინრო მოღვაწეობის სფეროებია ჰესების ჰიდროტურბინების ენერგეტიკული ეფექტურობის ამაღლება, მშენებარე და სარეაბილიტაციო ჰესებისათვის ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობის შერჩევა, ჰიდროაგრეგატების ტექნიკური მდგომარეობის კვლევა, შეფასება და მუშაობის ოპტიმალური რეჟიმების დადგენა, მცირე სიმძლავრის ჰიდროტურბინების კონსტრუირება, მაგისტრალურ მილსადენებში და სატუმბ სადგურებში გარდამავალი ჰიდრავლიკური პროცესების კვლევა, საინჟინრო ეკოლოგიის საკითხები და სხვა. ავტორია 90-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 2 სახელმძღვანელოსი და 8 დამხმარე სახელმძღვანელოსი, 3 მონოგრაფიისა და 3 გამოგონების. მიღებული აქვს მონაწილეობა 8 საერთაშორისო კონფერენციაში. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 18 სამაგისტრო და 1 სადოქტორო ნაშრომი. თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კომპანიებთან ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში. მონაწილეობდა შემდეგი პროექტების დამუშავებაში: ვარციხე, გუმათი, შაორი, ძევრი, ლაჯანური ჰესების რეაბილიტაცია; მცირე ჰესების ტურბინების დაპროექტება, ნამახვანის ჰესების კასკადის ჰიდროძალოვანი და ჰიდრომექანიკური მოწყობილობა. მისი ხელმძღვანელობით 2000-2006წწ. სს "თბილავიამშენში" დამუშავდა და დაინერგა ჰორიზონტალური, 10-300 კვტ სიმძლავრის პროპელერული ტურბინის 2 ტიპის და 30-1500 კვტ სიმძლავრის ფრენსისის ტურბინის 5 ტიპის წარმოება. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაგისტრალურ მილსადენებში ჰიდროდინამიკური პროცესების გამოკვლევა რეოლოგიური თვისებების გათვალისწინებით და მათი საიმედოობის და ეფექტურობის გაზრდის მეთოდები", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.199; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.420

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს და აშშ-ის ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია (GAEE)
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი
  • ჰიდრავლიკური კვლევების საერთაშორისო ასოციაცია (IAHR), წევრი, სერტიფიცირებული ენერგომენეჯერი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: