შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1984 წელს. 1985-1986წწ. მუშაობდა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს ტექნიკურ სასწავლებელში სამართალმცოდნეობის საფუძვლების პედაგოგად; 1986-1991წწ. იყო ბორჯომის პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1991 წლიდან ხუთი წელი მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების პროკურორად; 1995-2004წწ. შიდა ქართლის სამხარეო პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილედ; შიდა ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილედ და საგამოძიებო განყოფილების უფროსად, 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.300 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |