The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ლორია

იური ლორია
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:1980  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს.

1952-1953წწ. - "ვოროშილოვგრადშახტმშენი" (უკრაინა) - კადიევსკის სარემონტო-მექანიკური ბაზის ელექტროსაამქროს ოსტატი; 1953-1956წწ. - მთავარი მექანიკოსის განყოფილების ინჟინერი; 1954-1956წწ. - "საქენერგო", ენერგოსისტემის მორიგე დისპეტჩერის თანაშემწე; 1956-1960წწ. - სადისპეტჩერო სამსახურის რეჟიმების ჯგუფის ინჟინერი; 1960-1963წწ. - ავარიებთან ბრძოლისა და უსაფრთხოების ტექნიკის განყოფილების ინჟინერი; 1963-1968წწ. - ავარიებთან ბრძოლისა და უსაფრთხოების ტექნიკის განყოფილების უფროსი; 1968-1974წწ. - ცენტრალური (თბილისის) ელექტროქსელების მთავარი ინჟინერი; "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილე სოფლის ელექტრიფიკაციის განხრით, კოლეგიის წევრი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გამანაწილებელი ელექტროქსელების პერსონალისათვის სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნაში. ქართულად თარგმნა 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში მუშაობის უსაფრთხოების წესები, სხვა სახელმძღვანელოები. თბილისის ელექტროქსელებში მისი თაოსნობით ჩამოყალიბებულ იქნა სპეციალიზებული გამსვლელი სარემონტო ბრიგადები ცენტრალიზებული კომპლექსური რემონტებისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა ელექტრული დანადგარების დროული და ხარისხიანი შეკეთებები. ეს მეთოდი დანერგილ იქნა მთელ ენერგოსისტემაში. მისი უშუალო ინიციატივით შესაძლებელი გახდა 0,4-6-20 კვ. ძაბვის გამანაწილებელი ელექტროქსელებისათვის სპეციალური რკინაბეტონის ანძების დამზადება და მათი გამოყენება ელექტროგადამცემი ხაზებისათვის, რითაც მრავალი ათასი კუბ. მეტრი ხის ანძები შეიცვალა, მკვეთრად გაიზარდა იმედიანობა, სოფლად ელექტრიფიკაციის მოცულობა და მოიხსნა ხის ანძების დეფიციტი. მისი მცდელობით და მონაწილეობით დაიწერა 35 კვ. და ზევით ელექტროქსელის პერსონალისათვის ინსტრუქციები და სახელმძღვანელოები, რამაც ხელი შუწყო ელექტრომონტიორების და საშუალო რგოლის მუშაკების თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას. დაიმსახურა არაერთი მადლობა და სიგელი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.201-202

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: