The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელანია ყარალაშვილი

მელანია ყარალაშვილი
სხვა სახელი:მელო ყარალაშვილი
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1971  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი.

სხვადასხვა თეატრალურ დასში შესრულებული აქვს 150-მდე სახასიათო როლი, მათ შორის: გენრიეტა ("ორი ობოლი"), ზაირა ("ანზორი"), პასკუალა ("ცხვრის წყარო"), სოფიო ("ვინ არის დამნაშავე"), ბოჩკარიოვა ("პლატონ კრეჩეტი"), ნატალია ("ქრისტინე") და სხვ. მელანია ყარალაშვილმა ქართველ ხელოვანთა ჯგუფთან ერთად კონცერტით მოიარა მთელი საქართველო, იგი მარო თარხნიშვილთან და ანა ვარდიაშვილთან ერთად ასრულებდა სიმღერებს: "კეკელა და მარო", "ტაში ბიჭო", "საქართველო" და საცეკვაო მელოდიებს. 1957 წელს მას დაბადების 60 და სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე გადაუხადეს.

წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.110; საზოგადოებრივი მაუწყებელი:  1tv.ge/audio


გააზიარე: