შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ყაზახაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი. სხვადსხვა დროს ასწავლიდა თელავის ქალთა ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, თელავის შრომის II სკოლაში; 58 წლის განმავლობაში ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, მასწავლებელთა დახელოვნების კურსებზე ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლების მეთოდიკას. ნინო ყაზახაშვილი წლების განმავლობაში იყო თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი, მან მუზეუმში მუშაობის დროს შეკრიბა ბევრი ექსპონატი და დაწერა სამეცნიერო ნაშრომები; შეისწავლა საბავშვო მწერლის ზაქარია ნემსაძის (წერდა "კახ-იმერელის" ფსევდონიმით) ცხოვრება-შემოქმედება; თარგმნა ქ. პუშკინის რამდენიმე ლექსი, მათ შორის ერთ-ერთი - "სიმღერა ბრძენ ოლეგზე." წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.106
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |