შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზინაიდა კევლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის მუნიციპალიტეტი. სწავლობდა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში, შემდეგ თბილისის ქალთა III გიმნაზია დაამთავრა. 1908 წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგში, სადაც ჩაირიცხა პ. კ. ლესგავსტის სახელობის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1911-1912 წლებში ზინაიდა მკევლიშვილი სანკტ-პეტერბურგის ბესტუჟევის სახელობის ქალთა უმაღლეს კურსებზე ისმენდა ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიაში. მან მონაწილეობა მიიღო პეტერბურგში აკაკი წერეთელთან გამართულ შეხვედრებში. 1917 წელს თელავში დაბრუნდა, იგი თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიიწვიეს, 1918-1921 წლებში კი ამ სასწავლებელს ხელმძღვანელობდა. თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელის ბაზაზე შეიქმნა თელავის ქალთა ტექნიკუმი, რომლის გამგეც 1923-1924 წლებში იყო. 1924-1928 წლებში იგი თელავის შრომის IV სკოლის გამგედ მუშაობდა. 1939 წელს თელავში გაიხსნა პედაგოგიური ინსტიტუტი, რომლის პროფესორ-მასწავლებელთა პირველ შემადგენლობაშიც ზინაიდა კევლიშვილიც ითვლებოდა. მას ეკუთვნის თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის მასწავლებლების, ივანე როსტომაშვილისა და ნიკო სულხანიშვილის ცხოვრების ცალკეული ეპიზოდების მოგონებების სახით აღწერა. წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.96; ლამაზი ბიოგრაფია : თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენის სწავლების მეთოდიკის მასწავლებელ ზინაიდა კევლიშვილის შესახებ / ქეთევან წერეთელი // საქართველოს ქალი. - თბილისი, 1980. - N11. - გვ.20(dspace.nplg.gov.ge); კვალი ნათელი : საქართველოს სსრ უმაღლესი სასწავლებლის დამსახურებული მასწავლებელი მასწავლებელი ზ. მკევლიშვილისა // ალაზნის განთიადი. - თელავი, 1988. - 27 თებერვალი. -გვ.4 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |