The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა მაისურაძე

შოთა მაისურაძე
Date of birth:16 January, 1944
Date of death:6 October, 2014  (at 70 years)
Category:Inventor, Public official, Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ირი, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1967 წელს.

1970-1978წწ. - "საქმთავარენერგო"-ს ცენტრალური სადისპეჩერო სამსახური, მორიგე დისპეჩერი, ცენტრალური სადისპეჩერო სამსახურის უფროსის მოადგილე, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1978-1983წწ. - მშენებარე ენგურჰესის კასკადის დირექციის მთავარი ინჟინერი, ენგურჰესის კასკადის დირექტორი; 1985-1995წწ. - "საქმთავარენერგო"-ს სამრეწველო სარემონტო საწარმო, მთავარი ინჟინერი, "საქენერგორემგაწყობა", მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, საწარმოო გაერთიანება "საქენერგო-რემონტი"- მთავარი ინჟინერი, გენერალური დირექტორი; 1995-1996წწ. - დეპარტამენტი "საქენერგო", თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1997წწ. - სახელმწიფო კომპანია "საქენერგოგენერაცია", გენერალური დირექტორის მოადგილე; 1997-2005წწ. - სს "საქრუსენერგო", გენერალური დირექტორი; 2005-2014წწ. (გარდაცვალებამდე) - სს "საქრუსენერგო"- გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. არის მრავალი რაციონალიზატური წინადადებებისა და გამოგონების ავტორი, რომელთა დანერგვამ მნიშვნელოვანი ეფექტი გამოიწვია საქართველოში ენერგეტიკის დარგში. 2005 წელს მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწიელობით ზვავსაშიშროების თავიდან აცილების მიზნით სს "საქრუსენერგო"-მ კოდორის ხეობაში ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე 500 კვ.ეგხ. "კავკასიონზე" განახორციელა ბაგირებზე ხაზის დაკიდება, ანძების გამოუყენებლად, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1979).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.206; მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი: maisuradzeni.com

Awards and Honors

  • 2005 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ღირსების ორდენი

Share: