The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ვახვახიშვილი-აბაშიძე

თამარ ვახვახიშვილი-აბაშიძე
ოფიციალური სახელი:თამარ ვახვახიშვილი
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1936  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თელავის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი.

თამარ ვახვახიშვილი-აბაშიძის ინიციატივით 1894-1895 წლებში დაარსდა თელავის ჭრა-კერვის სკოლა, სადაც ღარიბი ოჯახის შვილები უსასყიდლოდ ეუფლებოდნენ ხელობას; იგი იყო ამ სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და 6-7 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ ასწავლიდა საგნებს; 1903-1915 წლებში იყო თელავის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელში მოქმედი საქველმოქმედო საზოგადოების გამგეობის წევრი; მას დიდი როლი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების საქმეში. მისი ინიციატივით და ხელშეწყობით თელავში, 1911 წელს ტრადიციულ "ილიაობაზე" ჩავიდა აკაკი წერეთელი, 1913 წელს ვაჟა-ფშაველა; 1909 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილება, რომლის დამფუძნებელთა შორის იყო თამარ ვახვახიშვილი-აბაშიძეც, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თელავის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სფეროში; 1911 წლის სექტემბერში თელავში გაიხსნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომელსაც ილია ჭავჭავაძის სახელი მიანიჭეს; 1912 წელს იგი თელავის ვაჟთა გიმნაზიის დაარსების კომიტეტშიც შედიოდა, იყო ამ სკოლის პედაგოგი; 1914 წელს დიდი მატერიალური დახმარება გაუწია მიხეილ გედევანიშვილს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა შედგენა-გამოცემის საქმეში; 1915 წელს მისი ხელმძღვანელობით თელავის მაზრაში გაიხსნა ხუთი სამკითხველო და წიგნის მაღაზია; 1925-1927 წლებში იყო თელავის შრომის I სკოლაში ხელსაქმე-ხელგარჯილობის მასწავლებელი; 1927 წელს თამარ ვახვახიშვილი-აბაშიძე ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. იგი სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატს; ამავე პერიოდში თანამშრომლობდა ჟურნალ "საქართველოს ქალთან"; მან შეადგინა "ქართული ანბანი უსინათლოთათვის", რომელიც დაიბეჭდა 1930 წელს და საქართველოს რუკა უსინათლოთათვის. ნიკოლოზ კახთ-აბაშიძის მეუღლე.

წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.43; საინფორმაციო პორტალი: guriismoambe.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: