შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მუშეგ მამასახლისოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1930 წელს. 1931-1933წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილებაში; 1933-1938წწ. - ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" სომხეთის განყოფილებაში; 1938 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა გააგრძელა "თბილჰიდროპროექტში", საპროექტო განყოფილების უფროსად; 1963 წლიდან - ტექნიკური განყოფილების უფროსი. 1974 წლიდან პენსიაზე გავიდა და გააგრძელა მუშაობა მთავარ სპეციალისტად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამუშავდა ამიერკავკასიის მრავალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, მათ შორის, სამგორის ჰესების, გიუმუში ჰესის, შაორი ჰესის, ტყიბული ჰესის, ვარციხე ჰესების, ბზიბის ჰესის და სხვა, ასევე 3 ჰესის პროექტი ბულგარეთისათვის. მიღებული აქვს სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.308 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |