The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კახთ-აბაშიძე

ნიკოლოზ კახთ-აბაშიძე
დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1924  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

ნიკოლოზ კახთ-აბაშიძე კახეთის თავადი, მემამულე და ქველმოქმედი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, რომელიც მატერიალურად ეხმარებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა" რაზმს. დახვრიტეს 1924 წელს, როგორც ეროვნულ-დემოკრატი. მას ჰყავდა ძმები: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ასევე ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრე და შემწე ზაქარია (შაქრო) აბაშიძე (1868-1923) და უფროსი ძმა, დიმიტრი აბაშიძე (1867-1943), რომელიც იყო მაღალი იერარქიის საეკლესიო პირი, მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში (2011 წელს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ანტონ აბაშიძე (დიმიტრი კახთ აბაშიძე) წმინდანად შერაცხა. დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში). თამარ ვახვახიშვილის მეუღლე.
წყარო: საინფორმაციო პორტალი: guriismoambe.com

გააზიარე: