The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბელ აბელიშვილი

აბელ აბელიშვილი
სხვა სახელი:ბალო აბელიშვილი
დაბადების თარიღი:1839
გარდაცვ. თარიღი:1919  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოჟიო, ახმეტის რაიონი.

იყო რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცერი; მსახურობდა ტაო-კლარჯეთში მდებარე ქალაქ ოლთისში; ა. აბელიშვილი არის პროტოტიპი ვასილ ბარნოვის რომანში "ტრფობა წამებული" მოხსენიებული პერსონაჟისა - აშოტი; 1893 წელს მონაწილეობდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებაში; დიდი პოეტის საფლავის მოსაძიებლად ქალაქ ელისავეტპოლში (ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქი განჯა) ჩასულ ქართულ დელეგაციას ელისაბედ გურამიშვილმა უმასპინძლა; ელისაბედის მამა - ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, თავადი ვახტანგ გურამის ძე გურამიშვილი (1821-1894) იმხანად მსახურობდა ელისავეტპოლის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორად და ამ რეგიონში არსებულ სახელმწიფო ქონებას განკარგავდა; ელისაბედ ვახტანგის ასულმა გურამიშვილმა თავის სიძეს (დეიდაშვილის ქმარს) - აბელ აბელიშვილს, როგორც დიდი პოეტის გენიის დამფასებელს, საჩუქრად გადასცა სამი სამსჭვალი, რომლებიც ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვე დაშლილი კუბოდან დაუზიანებელი სახით შემორჩენილიყო. მოწიწებით შენახული ეს ლურსმნები აბელმა მემკვიდრეობით გადასცა თავის ასულს - დარია აბელიშვილ-ვოლდეიტს. საეკლესიო აზნაური, ანდრონიკაშვილების განაყოფი ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოდან.

წყარო: საინფორმაციო პორტალი: kvirispalitra.ge


გააზიარე: