შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ყიფშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1910 წელს. თავის პროფესიით არ უმუშავნია; ეწეოდა სარეჟისორო მოღვაწეობას; 1926 წელს თბილისში დაარსდა ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა მიხეილ ჭიაურელი, რომელმაც თეტრში სამუშაოდ კომპოზიტორი ვალერიან ცაგარეიშვილი და რეჟისორი გიგო ყიფშიძე მიიწვია; 1932 წელს ახლად დაარსებულ ზუგდიდის პროფესიულ დრამატულ თეატრში (ახ. შალვა დადიანის სახელობის), პირველ სპექტაკლებად წარმოდგენილი ნ. შიუკაშვილის "სამართალი" და პ. სამსონაძის "სალტე", გ. ყიფშიძე ორივე სპექტაკლის რეჟისორი იყო; შესრულებული აქვს როლები რამდენიმე ქართულ თეატრში; გადაღებულია ქართულ ფილმებში: "ქისტინე" (იასონი, რეჟ. ა. წუწუნავა, 1916), "ქარიშხლის წინ" (რეჟ. კ. მარჯანიშვილი, 1924), "ნახვამდის" (რეჟ. გ. მაკაროვი, 1934), "ხიდი" და "გიორგი სააკაძე" (რეჟ. მ. ჭიაურელი 1942-43); ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას, ნათარგმნი აქვს რამდენიმე პიესა, რომლებიც ქართული თეატრის სხვადასხვა სცენაზე დაიდგა; თეატრში მსახიობებს ასწავლიდა სწორ მეტყველებას, დიქციას და ინტონაციას. გაზეთ "ივერიის" მთავარი რედაქტორის გრიგოლ ყიფშიძის შვილი; კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და საქართველოში სცენური მეტყველების ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |