The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სტეფანე მამიკონიანი

სტეფანე მამიკონიანი
დაბადების თარიღი:1935  (90 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1960 წელს.

მუშაობა დაიწყო საკავშირო ტრესტ "კავკაზელექტროქსელმშენის" სისტემაში, სადაც 50-წლიანი მუშაობის პერიოდში განვლო გზა ტექნიკოსიდან ტრესტის მმართველის მოადგილემდე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაიყვანეს ტრესტ "კავკაზელექტროქსელმშენის" როსტოვის ფილიალის დირექტორის მოადგილედ. 1995 წელს ტრესტი "კავკაზელექტროქსელმშენი" გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, სადაც იგი 2000-2010წწ. მუშაობდა გენერალურ დირექტორად. მონაწილეობდა ჩერნობილის აეს-ის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაში. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაცის დამსახურებული და საპატიო ენერგეტიკოსისა და საბჭოთა კავშირის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის წარჩინებულის წოდება.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.208

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: