The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათელა მანჯავიძე

Date of birth:1920
Date of death:2001  (at 81 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1942 წელს.

1943-1947წწ. მუშაობდა თბილისის საპროექტო საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში"; 1953 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1971-1974წწ. - ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1975 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე. მისი მეცნიერული კვლევის საგანს წარმოადგენდა ჰესების სადაწნეო სისტემებში წყლის მასების რხევის, ნაგებობების ჰიდრავლიკური მდგრადობის, მაღალდაწნევიანი დერივაციული ნაგებობების საექსპლუატაციოდ გაშვების საკითხები. 1979-1982წწ. მისი ხელმძღვანელობით ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის ტრასის გასწვრივ დამონტაჟდა გამზომი აპარატურა, რომლის საშუალებითაც დადგინდა დერივაციულ გვირაბში ჰიდროტექნიკური დაწნევის რეალური დანაკარგები და შესაბამისად სიმტკიცის კოეფიციენტის მნიშვნელობა. მონაწილეობდა ენერგეტიკის დარგში ჩატარებულ საკავშირო და რესპუბლიკურ სამეცნიერო-ტექნიკურ თათბირებსა და კონფერენციებში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.210

Member of Organizations

  • ენერგეტიკული მრეწველობის საქენერგოს სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: