The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ წულუკიძე

პლატონ წულუკიძე
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1957  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუგეული, ამბროლაურის რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდგომ 1893 წელს, დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი.

სასწავლებლის დამთავრებისთანავე გაიგზავნა მასწავლებლად ქ. ნახჭევანის სამოქალაქო სკოლაში; 1894 წლის 14 მაისს მონაწილეობდა ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში; 1898 წელს ქ. ნახჭევანიდან სამუშოდ გადმოდის ჯერ ბათუმის, შემდეგ სენაკის ქართულ სკოლებში და ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში; 1898 წლის 21 ივნისის გაზეთ "კვალში" დაიბეჭდა პლატონ წულუკიძის წერილი "ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საყურადღებოდ"; 1900-1917წწ. მასწავლებლობდა ქუთაისი კლასიკურ გიმნაზიაში და ქალთა საშუალო სასწავლებლებში; 1951 წლამდე მუშაობდა ქუთაისის 26-ე რუსული საშუალო სკოლის დირექტორად; მას ეკუთვნის მთელი რიგი სტატიები სწავლა-აღზრდის, უმთავრესად კი რუსული ენის სწავლების მეთოდიკის საკითხებზე; მასვე აქვს შედგენილი არითმეტიკის სახელმძღვანელოები საშუალო სკოლის კლასებისათვის და რუსული ენის სახელმძღვანელო "Новый мир" ქართული სკოლის მოსწავლეთათვის, სახალხო განათლების კომისარიატის დავალებით შეადგინა სახელმძღვანელო "Русское слово" III კლასის მოსწავლეთათვის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: პ. გ. წულუკიძე : ნეკროლოგი - ტექსტის ბოლოს ხელმოწერა: ამხანაგების ჯგუფი // სახალხო განათლება. - თბილისი, 1957. - 13 მარტი.- № 11(585).-გვ.4

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1949 - ლენინის ორდენი
    სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: