The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო გამყრელიძე-მაჭავარიანი

ნინო გამყრელიძე-მაჭავარიანი
ოფიციალური სახელი:ნინო გამყრელიძე
დაბადების თარიღი:1890  (135 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აწყური (ყოფილი თელავის მაზრა), თელავის მუნიციპალიტეტი.

1899-1905 წლებში სწავლობდა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში.

1909 წლიდან ნინო გამყრელიძე სხვადასხვა სკოლებში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას, რუსულ ენასა და ლიტერატურას; 1940 წლიდან ლექციებს კითხულობდა თელავის სამასწავლებლო ინსტიტუტში (ახლანდელი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ნინო გამყრელიძე ცოლად გაჰყვა სოლომონ მაჭავარიანს, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა ელიზავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი; სოლომონ მაჭავარიანი მსახურობდა უნგრეთის ულანთა მერვე პოლკში კორნეტად (1908), პორუჩიკად (1911), შტაბს-როტმისტრად (1914); ამ წოდებით მონაწილეობდა იგი I მსოფლიო ომში, სადაც იბრძოდა გერმანიის (1914-1916), ავსტრიისა და რუმინეთის (1916-1917),  სპარსეთის (1917) ფრონტებზე. 1917 წლიდან იგი ცხენოსანთა I ესკადრონს მეთაურობდა. სოლომონ მაჭავარიანს 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ პოდპოლკოვნიკის წოდება მიანიჭა; გენერალ ჭავჭავაძის პოლკის ესკადრონის მეთაურის რანგში მონაწილეობდა ბარცაალთან ოსმალებთან მომხდარ ბრძოლაში. დახვრიტეს 1924 წელს თელავში, "გიგოს გორაზე". ნინო გამყრელიძე-მაჭავარიანი 1924 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ დიდი სიფრთხილით საუბრობდა. იგი თითქმის 60 წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 

წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.52


გააზიარე: