The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ მაჩიტიძე

დაბადების თარიღი:1941  (84 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თუზი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით ელექტრული ქსელები და სისტემები 1967 წელს.

1961-1963წწ. - "თბილელექტრომონტაჟი", ელ. მონტიორი; 1966-1967წწ. - ინსტიტუტი "თბილჰიდროპროექტი", უფროსი ტექნიკოსი; 1967-1968წწ. - "საქმთავარენერგო", ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერი; 1968-1970წწ. - სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1970-1976წწ. - "საქენერგოგაწყობის" უფროსი ინჟინერი, უბნის უფროსი; 1976 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ზესტაფონის ელექტრული ქსელების მთავარი ინჟინერი; 1980 წლიდან - "საქმთავარენერგოს" მაღალი ძაბის ქსელში მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1987-1994წწ. - ინსტიტუტი "ენერგოქსელპროექტი", პროექტის მთავარი ინჟინერი, ქვესადგურების ტექნილოგიური პროექტირების განყოფილების უფროსი; 1984-2002წწ. - მაღალი ძაბის საქსელო საწარმო ქსანის დირექტორი; 2002-2005წწ. - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თბილისის ფილიალის ეგხ-ის რემონტების ინჟინერი; 2005-2013წწ. - თბილისის სერვის ცენტრის ქვესადგურების საექსპლუატაციო ბრიგადის უფროსი; 2013 წლიდან - თბილისის რეგიონალური ქსელის კონსულტანტი. არის რაციონალური წინადადებების ავტორი, მიღებული აქვს მონაწილეობა ახალი ტექნიკის, მათ შორის, ელეგაზური ამომრთველების დანერგვაში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები. კითხულობდა ლექციებს პოლიტექნიკურ ინსიტუტში მაღალი ძაბვის ტექნიკაში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.212-213

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

გააზიარე: