შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ვახვახიშვილი-ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა სახელგანთქმული მოსამართლის, ათანასე ვახვახიშვილის ოჯახში. რვა წლის ასაკში შეიყვანეს თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში, მას სწავლა ამ სასწავლებლის მოსწავლეთა პირველ შემადგენლობაში მოუწია; 1864 წელს თელავის სამაზრო სასწავლებელში მასწავლებლად დანიშნეს 19 წლის თავადი ალექსანდრე ჯავახიშვილი (1844-1912). მოგვიანებით მან ცოლად შეირთო სოფიო ვახვახიშვილი. თანამედროვეთა დახასიათებით, იგი ყოფილა ლამაზი, თავმდაბალი, ნაზი, დარბაისელი, ჭკვიანი, გონიერი, დიდი ნებისყოფის ადამიანი, თავისი შვილების მესაჭე და ამავე დროს მეგობარი. დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის დედა. წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.55
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |