შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევტიხ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1966 წელს; თბილისის უცხო ენათა პედადოგიური ინსტიტუტის ორწლიანი კურსები ინგლისური ენის სპეციალობით - 1968 წელს. მისი პროექტის მიხედვით შექმნილმა სითხეების თბოგამტარობის გამოსაკვლევმა ლაბორატორიულმა დანადგარმა 1969 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1974), დოცენტი (1980). მისი კვლევის შედეგები დაინერგა კოსმოსურ ტექნიკაში და შეტანილია სპეციალურ საცნობარო ლიტერატურაში. 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობაზე. 1975-1976წწ. იმყოფებოდა სამეცნიერო სტაჟირებაზე იტალიაში, მილანის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1978-1984წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის კათედრის გამგე; 2006 წლიდან - პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 148 სამეცნიერო და სასწავლო მეთოდური ნაშრომი; მიღებული აქვს 12 პატენტი გამოგონებაზე; მომზადებული ყავს 4 აკადემიური დოქტორი და 15 მაგისტრანტი; არის ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი; სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მისი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მიმართულებებია: ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემუშავება და სითხეების დუღილის თანმხლები ფიზიკური მოვლენების შესწავლა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.213-214; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |