The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევტიხ მაჭავარიანი

ევტიხ მაჭავარიანი
Date of birth:2 March, 1943  (82 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1966 წელს; თბილისის უცხო ენათა პედადოგიური ინსტიტუტის ორწლიანი კურსები ინგლისური ენის სპეციალობით - 1968 წელს.

მისი პროექტის მიხედვით შექმნილმა სითხეების თბოგამტარობის გამოსაკვლევმა ლაბორატორიულმა დანადგარმა 1969 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1974), დოცენტი (1980). მისი კვლევის შედეგები დაინერგა კოსმოსურ ტექნიკაში და შეტანილია სპეციალურ საცნობარო ლიტერატურაში. 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობაზე. 1975-1976წწ. იმყოფებოდა სამეცნიერო სტაჟირებაზე იტალიაში, მილანის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1978-1984წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის კათედრის გამგე; 2006 წლიდან -  პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 148 სამეცნიერო და სასწავლო მეთოდური ნაშრომი; მიღებული აქვს 12 პატენტი გამოგონებაზე; მომზადებული ყავს 4 აკადემიური დოქტორი და 15 მაგისტრანტი; არის ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი; სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მისი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მიმართულებებია: ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემუშავება და სითხეების დუღილის თანმხლები ფიზიკური მოვლენების შესწავლა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.213-214; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი (2011-)

Share: