შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზენონ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1949 წელს. 1950-1975წწ. - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის სისტემა: ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი საცხენისი ჰესის მშენებლობაზე: ინჟინერი, ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი, ტექნიკური განყოფილების უფროსი, გუმათჰესის მშენებლობაზე მთავარი ინჟინერი; 1961-1963წწ. - თბილისის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის მშენებლობის მთავარი ინჟინერი; 1963-1975წწ. - მშენებლობის უფროსი; 1975-1978წწ. - "ჰიდროპროექტის" მთავარი სპეციალისტი; 1978-1989წწ. - საპროექტო ინსტიტუტ "ორგენერგომშენის" დირექტორი; 1989-1994წწ. - საპროექტო კოოპერატივის თავმჯდომარე; 1998-2001წწ. - კონცერნ "საქგვირაბმშენის" ფილიალ "პროექტის" მთავარი ინჟინერი, შემდეგ - ხელმძღვანელი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.214 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |