Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუიზა მაჭარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ადიგენი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტრული ქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1972 წელს, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით. მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს რეჟიმების სამსახურში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის უფროსად. 1972-1983წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული ქსელების კათედრაზე, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო დიპლომის ხელმძღვანელი; 1983-1999წწ. "საქმთავარენერგოს" ენერგოგასაღებისა და ზედამხედველობის საწარმოში ელექტროენერგიის განაწილებისა და კონტროლის განყოფილების უფროსი ინჟინერი, ჯგუფის უფროსი; 1999-2006წწ. საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანგარიშსწორების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი; 2006 წლიდან - შპს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი" (ესკო), საერთაშორისო ხელშკრულებების დეპარტამენტის უფროსი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს საკავშირო ინსტიტუტებში მოსკოვსა და ლენინგრადში. არის რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. დაჯილდოებულია ქების სიგელებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.216
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |