The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მახარაძე

გიორგი მახარაძე
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგიისა და ძიების სპეციალობით 1974 წელს და მიიღო სამთო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია.

1975-1976წწ. - სამხედრო სამსახური; 1976-1981წწ. - საწარმოო გაერთაინება (სგ) "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის სამმართველოს გეოლოგი, საამქროს უფროსი; 1981-1991წწ. - ქ. თბილისის საქარხნო რაიკომის განყოფილების გამგე, მესამე მდივანი, მეორე მდივანი, ჩოხატაურის რაიონის პირველი მდივანი; 1992-1997წწ. - სგ "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს უფროსი; 1997-1999წწ. - ნავთობის საოპერაციო კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი; 1999-2004წწ. - სააქციო საზოგადოება "საქნავთობის" გენერალური დირექტორი; 2004-2008წწ. - ნავთობის საოპერაციო კომპანია "კანარგო ჯორჯიას" დირექტორი; 2008 წლიდან - ნავთობის საოპერაციო კომპანია "გლობალ იოლ"-ის კონსულტანტი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.217

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "საქართველო", ვიცე პრეზიდენტი (1991-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: