შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით 1957 წელს; 1960-1963წწ. გაიარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძიების, ბურღვის და დამუშავების კათედრის ასპირანტურა. 1958 წელს დაინიშნა "საქნავთობის" სისტემაში კოლექტორის თანამდებობაზე, შემდეგ საცხენისისა და პატარძეულის ნავთობის საბადოებზე გეოლოგად; 1963-1987წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1987-1991წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების კათედრის გამგე; 1991-1992წწ. - გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1992-2005წწ. - სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. 1996-1997წწ. - "საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი; ქართულ-თურქული შპს "გეოტექსის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 1997-1999წწ. - "საქნავთობის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 1997-2000წწ. - "საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებული სახელმწიფო სააგენტოს" უფროსის მოადგილე; 2000-2006წწ. - "ანადარკო-ჯორჯიან კომპანის" მთავარი მრჩეველი; 2007 წლიდან შპს "სტრეიტ ოილ ენდ გეს"-ში კომპანიის მთავარი მრჩეველი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის, 4 მონოგრაფია და 4 გამოგონება. 1 გამოგონებას მინიჭებული აქვს პატენტი, ორს - საავტორო მოწმობა. 2000 წელს USAID-ის ეგიდით აშშ-ში გავლილი აქვს თრეინინგის კურსი. მისი სამეცნიერო-კვლევითი სფერო უმთავრესად მოიცავს ნავთობისა და გაზის გეოლოგიას, კერძოდ, საქართველოს მეზო-კაინოზოური ნალექების ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის კვლევას, დანალექ საფარში ნახშირწყალბადების წარმოშობას, მათი დაგროვების კანონზომიერებებს, საკვლევი რაიონების სტრატიგრაფიის საკითხებს, ზედაპირულ და სიღრმულ ტექტონიკურ აგებულებას, ნავთობგაზშემცველი სტრუქტურების რეგიონული და ლოკალური კომპლექსების გამოყოფას, საქართველოს ტერიტორიის ნავთობისა და გაზის საბადოების ნავთობგაზ-გეოლოგიური დარაიონების რუკების შედგენას და სხვა. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. ჩართული იყო სასწავლო-სამეცნიერო და პრაქტიკული საკითხების შემუშავება-გადაწყვეტაში. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1972), გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1992). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.220; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 633; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.209-214 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |