The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი ზემელი

ევგენი ზემელი
Legal name:იულიუს იოჰან ზემელი
Date of birth:1858
Date of death:1922  (at 64 years)
Burial location:გერმანელების სასაფლაო, ქ. თბილისი.
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გრონინგენი, ჰოლანდია.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1984 წელს.

უძველესი გერმანული გვარის შთამომავალი; 1976 წელს სანქტ-პეტერბურგში  აფთიაქარის თანაშემწის წოდება მოიპოვა; 1881-1883წწ. თბილისში, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს, მედიცინის დოქტორ შახპორიანცის აფთიაქში, შემდეგ კი თბილისის საამკურნალო დაწესებულების აფთიაქში მუშაობდა; 1983-1984წწ. მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა; 1985 წელს დაბრუნდა თბილისში და სამკურნალო დაწესებულების აფთიაქში განაგრძო მუშაობა; 1898 წელს თბილისის ხელმძღვანელობის ნებართვით ოლღას ქუჩასა (ახლანდ. მ. კოსტავას) და ვერის დაღმართის (ახლანდელი მ. ჯავახიშვილის ქუჩა) კუთხეში ზემელმა გახსნა აფთიაქი; გარდა აფთიაქისა მას ჰქონდა მცირე საწარმო, სადაც ხილის წვენის სასმელებს ამზადებდა. 23 წელი ხელმძღვანელობდა ზემელი ამ აფთიაქს, რომელიც იმ დროისთვის თბილისში მოსახლეობის მედიკამენტებით მომარაგების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი იყო. ამჟამად, მოედნის მიმდებარე უბანს არაფორმალურად ზემელს უწოდებენ. პროვიზორი-აფთიაქარი.

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.115-116


Share: