შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის, იურდიული ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო თბილისის 26 კომისრის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. ხაშურის რაიონის პროკურორი, ამიერკავკასიის და საქართველოს ტრანსპორტის პროკურორი. იგი ეწეოდა საადვოკატო და პედაგოგიურ საქმიანობას. იყო არასამთავრობო ორგანიზაციის "იუსტიციის მუშაკები სამართლიანი საქართველოსათვის" - ვიცე-პრეზიდენტი. ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს მადლობები და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.312 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |