The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლია მებუკე

ლია მებუკე
Date of birth:1908
Date of death:1995  (at 87 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ხონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1931 წელს.

1931 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის "ელექტროტოკის" ტექნიკური განყოფილების ინჟინრად ცნობილი ენერგეტიკოსის ბესარიონ ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით; 1932 წელს - ენერგოსისტემის დისპეტჩერი; 1933 წელს - რიონჰესის მორიგე ინჟინერი; 1934 წელს - ზაჰესისა და რიონჰესის გაერთიანებული ენერგოსისტემის სადისპეტჩერო პუნქტის მორიგე დისპეტჩერი; 1935 წელს - ამიერკავკასიის ენერგოგაერთიანება "ზაკენერგოს" დისპეტჩერი. 1935 წელს მივლინებული იყო ლენინგრადში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ამიერკავკასიის ენერგოსისტემის რელეური დაცვის სამსახურის უფროს ინჟინრად, შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელად, სადაც 1954 წლამდე იმუშავა. 1954 წლიდან - "საქენერგოპროექტი", ავტომატიკისა და რელეური დაცვის სექციის უფროსი; 1960 წლიდან - ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტი", რელეური დაცვის ავტომატიკის, ტელემექანიკისა და კავშირგაბმულობის განყოფილების უფროსი; 1975 წლიდან პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა ენერგოქსელპროექტის ტექნიკური განყოფილების უფროს სპეციალისტად რელეურ დაცვაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.222

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: