Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
გიორგი ბადრიძე
| Date of birth: | 13 March, 1968 (58 years) |
| Category: | Diplomat, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (წარჩინებით); 1989 წელს იყო გაცვლითი სტუდენტი ვილიამს კოლეჯში, მასაჩუსეტსი, აშშ; 1995-1996 წწ. სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (პრაღა და ბუდაპეშტი), მიიღო მაგისტრატურის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და ევროპულ სწავლებებში (წარჩინებით); 2004 წელს და 2006 წელს გავლილი აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიტერორისტული კურსები, ამერიკულ უნივერსიტეტსა (AU) და მერილენდის უნივერსიტეტში.
პროფესიული საქმიანობა: 1991 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიორი; 1992-1993 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მეორე მდივანი; 1993-1994 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის პარტნიორულ ურთიერთობათა განყოფილების უფროსი; 1994-1995 წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში; 1995 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1996-1997 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი; 1997-1998 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1998 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი; 1999-2002 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი თურქეთის რესპუბლიკაში; 2003 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004-2006 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი; 2007-2008 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; 2009-2013 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიოს საზღვაო ორგანიზაციაში; 2013 წლიდან საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი; 2014 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი საერთაშორისო ურთიერთობებში. გ. ბადრიძის პუბლკიკაციები საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის, უსაფრთხოების, ისტორიის და კულტურის სფეროში გამოქვეყნებულია საქართველოში, აშშ-ში, კანადაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, თურქეთში და აზერბაიჯანში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის (1999) და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (2010) დიპლომატიური რანგი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.39
|